დიდუბის რაიონში დაზიანებული, უსაფრთხოების მოაჯირების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგეობა, რაიონის მასშტაბით, დაზიანებული, უსაფრთხოების მოაჯირების რეაბილიტაციას განაგრძობს.
ამ დროისთვის, სამუშაოები დიღმის მასივის მეორე კვარტლის მე-5 და მე-6 კორპუსების მიმდებარედ, ასევე, დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-6 კორპუსის მიმდებარედ განხორციელდა.
სამუშაოების მიხედვით, კონტრაქტორმა კომპანიამ მოაჯირების დაზიანებული ელემენტები აღადგინა და შეღება.
ამასთან, უახლოეს დღეებში, ანალოგიური ტიპის სამუშაოები ოთხ მისამართზე იგეგმება.
აღნიშნული სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 13 569 ლარის ღირებულების ხელშეკრულების ფარგლებში განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები