ზურაბ ქადაგიძე: რაც მეტად გაიშლება ამ საქმის დეტალები, მით მეტი ნაგავი ამოტივტივდება და მიშას ზურგს ამოფარებული პირების ლუსტრირება მოხდება

ექსპერტი, ზურა ქადაგიძე, სოციალურ ქსელში, სააკაშვილის მიერ 8 მილიონის გაფლანგვის საქმეს ეხმაურება და მიმდინარე პროცესს “ლუსტრაციას” უწოდებს. მისი თქმით, რაც მეტად გაიშლება ამ საქმის დეტალები, მით მეტი ნაგავი ამოტივტივდება და ლუსტრირება მოხდება მიშას ზურგს ამოფარებული მუქთახორების.

“ლუსტრაციის სასწაული პროცესი მიდის…
წლების განმავლობაში ვინც იყო და რჩება მიშას ორბიტაზე, ყველა შიშვლდება…
განსაკუთრებით, ნიშანდობლივია 8 მილიონის გაფლანგვის საქმე, სადაც არამხოლოდ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ფლანგავდა სახელმწიფო თანხებს, არამედ ერში თუ ბერში თბილად მოკალათებული პერსონები.
რაც მეტად გაიშლება ამ საქმის დეტალები, მით მეტი ნაგავი ამოტივტივდება და ლუსტრირება მოხდება მიშას ზურგს ამოფარებული მუქთახორების.
მიდით, ბატონო მუქთახორებო! რაც მალე განიძარცვებით, მით უკეთესი…
მეგის ქარდავას ებარებოდეთ…”, – წერს ქადაგიძე facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები