კიევში, საქართველოს საელჩოსთან 50-მდე პირი სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავს
კიევში, საქართველოს საელჩოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
“უკრაინა 24”-ის ინფორმაციით, დიპმისიასთან 50-მდე ადამიანია შეკრებილი.
აქტივისტებს უკრაინისა და საქართველოს დროშები უჭირავთ, ასევე, პლაკატები სააკაშვილის გათვისუფლების მოთხოვნით.
აღინიშნება, რომ აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობს, ადგილზე ძალოვანები პატრულირებენ.