ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ზვიად თავდგირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა. 37 წლის მამაკაცს დღეს რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანენ. ექიმების განმარტებით, პაციენტი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად, 9 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის 3 ბავშვია.
წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი კორპუსის პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე 3 პირი დააკავა. მათ შორის, ბინის მეპატრონე, სადაც სამუშაოები მიმდინარეობდა და 2 დაქირავებული მუშა.