ირაკლი მეზურნიშვილი დემოკრატიის ეროვნული ფონდის დამფუძნებელ პრეზიდენტს შეხვდა  

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ვიზიტის ფარგლებში, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი მეზურნიშვილი, რომელიც საერთაშორისო კონფერენციას – „ფორუმი 2000″-ს დაესწრო,  დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) დამფუძნებელ პრეზიდენტ კარლ გერშმანს შეხვდა. 

 შეხვედრაზე მხარეებმა  საქართველოში ჩატარებულ არჩევნებსა და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს. ირაკლი მეზურნიშვილმა საქართველოს მუდმივი მხარდაჭერისთვის კარლ გერშმანს  მადლობა გადაუხადა.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მოლდოვის პრეზიდენტმა – მაია სანდუმ, ტაივანის პრეზიდენტმა – ცაი ინ-ვენმა, მსოფლიო პატრიარქმა და დალაი ლამამ მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები