აშშ-ში, ძლიერი ტყის ხანძრის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში ტყის ხანძარს ებრძვიან.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სანტა ბარბარაში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა.
ძლიერი ცეცხლი საფრთხეს ასამდე შენობას უქმნის.

ადგილზე ტყის მასივში ხანძრის პრევენციას ასობით მეხანძრე ცდილობს.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ხანძრის ჩაქრობას ქარი ართულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები