მიშენება-დაშენება და თვითნებურად მზიდ კონსტრუქციებში ჩარევა, აკრძალული და დაუშვებელია – ირაკლი ხმალაძე

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში თბილისის მერია გეგმავს, ავარიული შენობები არა გაამაგროს, არამედ მთლიანად ჩაანაცვლოს.

„მიშენება – დაშენება და თვითნებურად მზიდ კონსტრუქციებში ჩარევა, აკრძალული და დაუშვებელია, ეს არის გამოვლენის და მონიტორინგის საკითხი, ვიღაც შიგნით კედელს რომ ხსნის, ეს ამბავი რაღაცნაირად მუნიციპალიტეტმა უნდა შეიტყოს.

ამის საშუალება არის საჩივარი, ცხელ ხაზზე შეტყობინება, აუდიტის სამსახური ახდენს გარკვეულ შემოწმებებს და ასევე, მუნიციპალური ინსპექცია მონიტორინგს ახდენს. ამის შემდეგ გარკვეული შემთხვევების გამოვლენა და მათზე რეაგირება ხდება“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები