სირიაში დანაღმული ავტომანქანის აფეთქებას, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
სირიაში, ქალაქ აფრინში დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ქალაქი აფრინი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, რომელსაც თურქეთი და სირიელი ამბოხებულები აკონტროლებენ.