ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულების ახლობლებს პრემიერმინისტრმა და მთავრობის წევრებმა მიუსამძიმრეს
ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი ბათუმის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს.
გარდაცვლილების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და მთავრობის წევრებმა მიუსამძიმრეს.
საქართველოში გლოვის დღეა. სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.