რუსთაველზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რუსთაველზე საპროტესტო აქცია იმართება.
სააკაშვილის მხარდასაჭერად მოქალქეები “კანონი და სამართლის” ლიდერის, თაკო ჩარკვიანის ორგანიზებით შეიკრიბნენ.
“უდიდესი გლოვაა ქვეყანაში და რამდენჯერმე მოვისმინე, რომ მდუმარების დრო არის და მე მინდა ვთქვა, რომ ახლა სწორედ მდუმარების დრო არ არის. გაჭირვების დროს ქართველი ზარს ამბობდა. გარდაცვლილებს მე ვფიქრობ, რომ პატივი უნდა მივაგოთ იმიტომ, რომ ბმა არის კორუფციასთან. აღვირახსნილმა კორუფციამ ნანგრევებში მოიყოლა ჩვენი ქვეყანა და მომავალი თაობა და დღეს ამ კორუფციის და უკანონოდ გაცემული საბუთების გამო არის, რომ ჩვენს შვილებს ნანგრევების ქვეშ ვეძებთ. რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტი არამც და არამც არ უნდა გაასამართლოს რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებამ. ეს გადაბმულია. მოდით გავაკეთოთ რეფორმები, მიწისაგან პირისა უნდა აღვგავოთ კორუფცია და შესაბამისად, ნორმალურმა მართლმსაჯულებამ უნდა განიხილოს ყველას საქმე ამ ქვეყნად. არა შერჩევით სამართალს და არა კორუფციას, რომელმაც ჩამოშალა ჩვენი სახელმწიფო – აი ამისთვის შევიკრიბეთ”, – განაცხადა ჩარკვიანმა.