ფოთში პრაქტიკული საგამოცდო მოედნის ტექნიკური განახლების გამო, 11-12 ოქტომბერს გამოცდის ჩაბარება შეჩერდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რეგიონული დეპარტამენტის ფოთის სამსახურში დაგეგმილია პრაქტიკული საგამოცდო მოედნის ტექნიკური და ინფრასტრუქტურული განახლება, რის გამოც 11 და 12 ოქტომბერს პრაქტიკული გამოცდის მიღება შეჩერდება. ამის შესახებ მომსახურების სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.

“ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის იმ პირებს, ვისაც აღნიშნულ თარიღებში ფოთის სამსახურში უკვე დაჯავშნილი აქვს მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, მისი წარმატებით ჩაბარების შეთხვევაში, პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება სააგენტოს სხვა ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში შეეძლებათ.

საგამოცდო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, 13 ოქტომბრიდან, ფოთის სამსახურში მართვის უფლების მიღების მსურველები „B“ კატეგორიის პრაქტიკულ გამოცდას თანამედროვე GPS სისტემით აღჭურვილი, ახალი სატრანსპორტო საშუალებებით, განახლებულ საგამოცდო მოედანზე ჩააბარებენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები