სააკაშვილის პირადი ექიმი: მიხეილ სააკაშვილი მშრალ შიმშილობაზე არასდროს ყოფილა, წყალს სვამს, საკვებს არ იღებს, წვენი დალია

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ მოინახულა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას გააგრძელებს, მისი მდგომარეობა რამდენიმე დღეში გაუარესდება.

რაც შეეხება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილმა თაფლის და ნატურალური წვენის მიღება დაიწყო, სააკაშვილის პირადი ექიმი აცხადებს, რომ საკვებს არ იღებს, მხოლოდ წვენი დალია.

„სააკაშვილი მხნედ არის და კარგად გრძნობს თავს. ბათუმში მომხდარ ამბავზე ნერვიულობდა ძალიან. შიმშილობას განაგრძობს და მითხრა, რომ არ დაამთავრებს. თავს კარგად გრძნობს, რომ ნახოთ ვერც შეატყობთ, რომ შიმშილობს. წონაში დაკლებულია. ასევე, შევხვდი მთავარ ექიმს, ვისაუბრეთ და კვლევები, რაც მე მინდოდა, რომ ჩატარებულიყო, უკვე ჩატარებულია. პასუხები არ არის დამაიდებელი. მედიკამენტური დახმარება ჯერ არ სჭირდება, მაგრამ შემდეგ კვირას დასჭირდება. ორ-სამ დღეში ეს ანალიზები გაუარესდება და სხვადასხვა სახის მკურნალობა დასჭირდება.

მშრალ შიმშილობაზე არასდროს ყოფილა, წყალს სვამს. საკვებს არ იღებს, წვენი დალია და ფული აღარ აქვს მეტი, რომ შეიძინოს.

ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება. საფრთხის წინაშე რამდენიმე დღეში იქნება, იმიტომ, რომ ანემია აქვს” , – განაცხადა ექიმმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები