ხმაური ზუგდიდში – პოლიციამ 67-ე საოლქო კომისიის შენობა ოპოზიციასა და მედიას დაატოვებინა

პოლიციამ ზუგდიდის 67-ე საოლქო კომისიის შენობა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებსა და მედიას დაატოვებინა.

ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებმა ელენე ხოშტარიასთან ერთად 67-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარესთან, მირანდა მესხთან შეხვედრა მოითხოვა.

საოლქოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მესხმა დალუქული ბიულეტენი გახსნა და ხალხს არჩევანის უფლება მოპარა.

„ურეპუტაციო მირანდა მესხი უნდა ცხოვრობდეს და მუშაობდეს კარჩაკეტილი. არ შეიძლება მისი საჯაროობა იმიტომ, რომ ქალი არის მტაცებელი. ზოგადად, გაყალბებასთან თუ ვინმე ყოფილა ასოცირებული, ამ რეგიონში ყველამ იცის, რომ ეს არის ყველაფრის მკადრებელი, მირანდა მესხი. რა თქმა უნდა, არანაირი ძალა არ აქვს საკუთარ თავში რომ იპოვოს და ხალხთან მოვიდეს, უნდა იაროს ასე კულისებში, პოლიციის მუნდირის უკან რომ დაიმალოს, რომლებიც ახლა მხედრიონელებად არიან ქცეული“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები