ელისო ბოლქვაძე ნორვეგიის ელჩს საქართველოში, ჰელენ სანდ ანდერსენს შეხვდა
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე ნორვეგიის ელჩს საქართველოში, ჰელენ სანდ ანდერსენს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ნორვეგიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს, ასევე, ნობელის მშვიდობის პრემიის სამიტის საქართველოში გამართვის შესაძლებლობაზე იმსჯელეს.
„ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატების ბიურო და კომიტეტი ოსლოში არსებობს. ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებში იმართება ნობელის პრემიების სამიტი, რომელსაც დიდი კულტურული და საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი დიდი სურვილია, დავუკავშირდეთ მათ, რომ ეს ღონისძიება საქართველოშიც გაიმართოს “, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.