ერდოღანი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება, ბევრი დადებითი ცვლილებაა

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობა სულ უფრო მეტად იზრდება.

ამის შესახებ მან კომუნიკაციისა და ტრანსპორტის საბჭოს სხდომაზე განაცხადა, – წერს ადგილობრივი მედია.

ერდოღანის თქმით, ტრანსპორტისა და კომუნიკაციის ნაწილში უდიდესი სამუშაო ტარდება და ბევრი დადებითი ცვლილებაა.

”ბაქო-თბილისი-ყარსის ეყალობით, რეალობად იქცა უწყვეტი სარკინიგზო კავშირების დამყარება დასავლეთ ევროპასა და აზიის ყველაზე შორეულ რეგიონებს შორის. ჩვენ ვაფართოებთ ამ შესაძლებლობებს, ჩვენს ხელთ არსებული რესურსების გამოყენებით. გვსურს, რომ ყველამ ისარგებლოს ამ პროექტებით“, – დასძინა ერდოღანმა.

ამასთან, როგორც ის ამბობს, ოფიციალური ანკარასთვის საზღვაო მიმართულებით უდიდესი დატვირთვა აქვს ე.წ. სტამბოლის არხს, რომელიც საერთაშორისო სატრანსპორტო პროექტია და სხვა ქვეყნები თურქული სრუტეების გამოყენებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები