გურამ მაჭარაშვილი: “ნაცმოძრაობის” აქციებს არაფერი შედეგი არ ექნება, ეს თავადაც კარგად იციან, საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკურად იკვებება აქციებითა და დესტრუქციით.

როგორც საქართველოს პირველ არხს მაჭარაშვილმა განუცხადა, ცივილიზებულ სამყაროში პოლიტიკური პარტია არ უნახავს, რომლის დღის წესრიგი არის მხოლოდ აქციები და დესტრუქცია.

„ეს არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა”. ნებისმიერ გამოწვევაზე სხვა ვერაფერი მოიფიქრეს. მიხეილ სააკაშვილი არის არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების, არამედ სტრასბურგის სასამართლოს მიერ მხილებული სისტემურ დანაშაულში. თუ ეს ხალხი საერთაშორისო განაჩენის გაბათილებას ითხოვს ან იმ ადამიანების საჩივრების უკან წაღებას, რომლებიც ან გარდაცვლილები არიან, ან მორალურად და ფინანსურად დაზარალებული, მათ გასცენ პასუხი. აქციებს არაფერი შედეგი არ ექნება, ეს თავადაც კარგად იციან, რადგან არც 2020 წელს ჰქონდა. შედეგი არ ჰქონდა, რადგან საზოგადოების მხარდაჭერა არ ჰქონდათ. საზოგადოებას ახლა კიდევ უფრო არ აქვს კითხვები არც სააკაშვილის საქმეებზე და არც არჩევნებზე. ამ აქციებს შედეგი არ ექნება”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები