ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პირველად აღწერა, თუ როგორია პოსკოვიდური სინდრომი.
ორგანიზაციის მონაცემებით, პაციენტთა, სულ მცირე, 10-20%-ს აწუხებს “გრძელვადიანი COVID” ან პოსტკოვიდური სინდრომი.
ამავე დროს, მწვავე ფაზები და მომენტები, როდესაც ავადმყოფი გრძნობს გაუმჯობესებას, შეიძლება, რამდენჯერმე შეიცვალოს.
კერძოდ, საუბარია ისეთ სიმპტომებზე, როგორებიც არის: გადაღლილობა, ქოშინი და კოგნიტური დისფუნქცია, რომელიც ვლინდება დაავადების დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, გრძელდება, სულ მცირე, ორი თვის განმავლობაში და “არ შეიძლება, აიხსნას ალტერნატიული დიაგნოზებით”.
ამავე დროს, სიმპტომები შეიძლება, გამოვლინდეს „გამოჯანმრთელებიდან ან შენარჩუნდეს ვაადავადების დაწყებიდან”. გარდა ამისა, სიმპტომები შეიძლება, დროთა განმავლობაში შეიცვალოს, შემცირდეს და გაიზარდოს, ასევე, გაქრეს და კვლავ გამოჩნდეს.
როგორც ჯანმო-ს ბიულეტენშია აღნიშნული, პაციენტების უმეტესობა უბრუნდება ჩვეულებრივ ცხოვრებას “მწვავე COVID-19”-ის შემდეგ, მაგრამ გამოჯანმრთელებულთა ნაწილი უჩივის გაუარესებულ ჯანმრთელობას.