იქნება თუ არა უარყოფითი მხარეები? – ნატო-ში აშშ-ის ელჩმა აღიარა, რომ უკრაინა დასავლური იარაღის საცდელ პოლიგონად იქცა

BOZEMAN, MONTANA - AUGUST 9: Former U.S. Attorney General Matthew Whitaker speaks during a rally for Republican presidential nominee, former U.S. President Donald Trump at the Brick Breeden Fieldhouse at Montana State University on August 9, 2024 in Bozeman, Montana. (Photo by Michael Ciaglo/Getty Images)

„უკრაინაში ვიზიტისა და სამხედრო ხელმძღვანელობასთან და, რაც მთავარია, ინდუსტრიის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ჩემთვის აბსოლუტურად ნათელი გახდა, რომ უკრაინა მომავლის საცდელი პოლიგონია”, – ამის შესახებ მეთიუ უიტაკერმა უკრაინაში ვიზიტის შემდეგ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ელჩს მიაჩნია, რომ ევროპამ უკრაინის მხარდაჭერა მეტად უნდა გააძლიეროს და მათთვის თანხა სწორედ ევროპელებმა უნდა გამოყონ, ვინაიდან ეს მათი ომია.

„გუშინ უკრაინიდან დავბრუნდი, სადაც ნატოში არსებული შვიდი სხვა ელჩისგან შემდგარ დელეგაციას ვხელმძღვანელობდი. ჩვენი მიზანი იყო შეგვეფასებინა, როგორ მიმდინარეობს ამერიკული იარაღის გაყიდვა ჩვენს ნატოს მოკავშირეებზე და შემდეგ როგორ ხდება მათი მიწოდება უკრაინისთვის.

მიმაჩნია, რომ ევროპამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს. ჩვენ ყოველდღიურად მოვუწოდებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ნატო-ში ორი რამის გაკეთებას: პირველი, უკრაინას უფრო მეტი მხარდაჭერა გაუწიონ. ეს ევროპული ომია და მისთვის თანხა ევროპელებმა უნდა გამოყონ. და მეორე, მათ საკუთარ თავდაცვასა და უსაფრთხოებაში უფრო მეტი ინვესტიცია, უფრო სწრაფად უნდა ჩადონ.  მართალია, ჩვენ მათ ვეხმარებით, მაგრამ სისტემური პრობლემები აქვთ, რომლებიც უნდა მოაგვარონ.

ვხედავთ, როგორ მუშაობს იარაღი ბრძოლის ველზე და როგორ არ მუშაობს. უკრაინაში მიმდინარე ომიდან ჩვენ უნდა ვისწავლოთ ეს გაკვეთილები როგორც ნატო-მ, ისე აშშ-მა – და უზრუნველვყოთ, რომ იმ ნაკლებად სავარაუდო შემთხვევაში, თუ კიდევ ერთ ომში აღმოვჩნდებით, მზად ვიყოთ თანამედროვე ომისთვის. ბოლოს და ბოლოს, გახსოვდეთ ძველი გამონათქვამი: გენერლები ყოველთვის ემზადებიან ბოლო ომისთვის და არა ამჟამინდელისთვის. ახლა კი ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამჟამინდელი ომის გაკვეთილები – და უკრაინა სწორედ ეს საცდელი პოლიგონია”, – განაცხადა მეთიუ უიტაკერმა.

https://www.youtube.com/watch?v=c2ddOAout1I

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები