შეერთებული შტატების სენატმა მიიღო საბოლოო კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს 41-დღიანი ფედერალური მთავრობის “შათდაუნის” დასრულებას. დოკუმენტი ახლა წარმომადგენელთა პალატას გადაეგზავნა დასამტკიცებლად.
სენატში მიღებული შეთანხმება ითვალისწინებს მთავრობის დაფინანსების გაგრძელებას 2026 წლის 30 იანვრამდე, რითაც შესაძლებელი გახდება ფედერალური სააგენტოების მუშაობის განახლება და ასიათასობით სახელმწიფო თანამშრომლის იძულებითი შვებულების დასრულება.
კანონპროექტი მიღებულ იქნა ორპარტიული მხარდაჭერით მას შემდეგ, რაც რამდენიმე კვირიანი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რესპუბლიკელ და დემოკრატ კანონმდებლებს შორის.
შეთანხმება არ მოიცავს ყველა სადავო პუნქტს, მათ შორის ჯანდაცვის სუბსიდიების საკითხს, რომლის განხილვაც დეკემბერშია დაგეგმილი.
დოკუმენტის დამტკიცების შემთხვევაში, წარმომადგენელთა პალატა საბოლოო ნაბიჯს გადადგამს მთავრობის სრულფასოვანი მუშაობის აღსადგენად, რაც ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ ე.წ. შათდაუნად არის შეფასებული.