ირაკლი ქადაგიშვილი – კორუფციის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე: მრავალი განზომილებით არის მნიშვნელოვანი, როგორც წმინდა ეკონომიკური, მმართველობითი კუთხით ასევე, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების კუთხითაც
“ეს მრავალი განზომილებით არის მნიშვნელოვანი, როგორც წმინდა ეკონომიკური, მმართველობითი კუთხით ასევე, რა თქმა უნდა უსაფრთხოების კუთხითაც, “- ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
„ამიტომ ეს გადაწყვეტილება, ამ მნიშვნელოვანი ბრძოლის ჯაჭვში ერთ რგოლს წარმოადგენს. კორუფციული გზით შეძენილი ქონების გამო გასამართლებულ პირს გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ, არ უნდა ჰქონდეს ამის ლეგალიზაციის საშუალება და ეს კორუფციული გარიგების, ქმედების სტიმულს მნიშვნელოვნად ამცირებს“, – აცხადებს ქადაგიშვილი.
შეგახსენებთ, პარლამენტში დღეს კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელებენ.