ნინო წილოსანი – საფრანგეთის ელჩზე: საკუთარი რეპუტაციის ჩრდილქვეშ დაყენება არ უნდა აწყობდეს, ამ ორგანიზაციებთან ასეთი ფარული ურთიერთობით
“საკუთარი რეპუტაციის ჩრდილქვეშ დაყენება არ უნდა აწყობდეს, ამ ორგანიზაციებთან ასეთი ფარული ურთიერთობით,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა, საფრანგეთის ახალი ელჩის ოლივიე კურტოს,15-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთან შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საინტერესოა, რა გახდა იმის საჭიროება, რომ ფარულად ბინაში შეხვედროდა ორგანიზაციებს, რომლებიც ანტიქართულ და ანტიკონსტიტუციურ პროცესებში არიან მხილებული.
„საკუთარი რეპუტაციის ჩრდილქვეშ დაყენება არ უნდა აწყობდეს ამ ორგანიზაციებთან, ასეთი ფარული ურთიერთობით. ვფიქრობ, დანარჩენს ალბათ თავად უფრო მეტს გვეტყვის. ჩვენთვისაც ნამდვილად საინტერესოა, რა გახდა იმის საჭიროება, რომ ფარულად ბინაში შეხვედროდა ორგანიზაციებს, რომლებიც ანტიქართულ და ანტიკონსტიტუციურ პროცესებში არიან მხილებული“, – განაცხადა წილოსანმა.
„კურიერის“ ინფორმაციით, საფრანგეთის ახალი ელჩი ოლივიე კურტო, 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს ფარულად შეხვდა. ე.წ. „დიპლომატიური შეხვედრებისთვის”ამჯერად ჭანტურიას ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი შეირჩა.