ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში, ისტორიულ წითელ ციხესიმაგრესთან ახლოს, ავტომობილი აფეთქდა.
მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა.
გარდა ამისა, არიან დაშავებულებიც.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ცეცხლი მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ ავტომობილებზე გავრცელდა.
ამ დროისთვის აფეთქების მიზეზი უცნობია.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.