“საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება და, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის საკითხი, იყო ყველაზე უფრო მტკივნეული რამ ქართული ოპოზიციისთვის” – ქადაგიშვილი

“საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება და, მათ შორის, იგივე, ვიზალიბერალიზაციის საკითხი, იყო ყველაზე უფრო მტკივნეული რამ ქართული ოპოზიციისთვის”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს.

როგორც ქადაგიშვილი ამბობს, სწორედ ამიტომ ითხოვენ ისინი ამას პირდაპირ.

“ეს არ არის დღევანდელი მოთხოვნა, რომ რამენაირად, არავითარ შემთხვევაში, საქართველოს პროგრესი არ აღიაროთ, ამის მატერიალიზაცია არ მოახდინოთ იმიტომ, რომ ეს აძლიერებს ხელისუფლებას“, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები