რატი იონათამიშვილი: უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც სააკაშვილს პოლიტიკური გავლენა დაკარგული აქვს

“უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური გავლენა დაკარგული აქვს, ვინაიდან ის საქართველოში უკვე ჩამოყალიბდა არა მხოლოდ როგორც ერთ-ერთ მასშტაბურ დამნაშავედ, არამედ, ზოგადად, კარიკატურულ პერსონაჟად”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის მიზანი არეულობაა.

„ფაქტია, რომ წინასაარჩევნოდ ის ცდილობდა, გარკვეული წარმატებისთვის მიეღწია საერთაშორისო ფლანგზე. ჩვენ ვნახეთზ ევროპარლამენტში როდესაც იმყოფებოდა, მას პირდაპირ მოუწოდეს, რომ არ ჩამოსულიყო საქართველოში და არ შეეტანა დამატებით ესკალაცია წინასაარჩევნო პროცესში. ეს იყო გაფრთხილება და ფაქტი, რომ მისი ეს საერთაშორისო ვოიაჟი თავის დროზე კრახით დასრულდა. დღეს უკვე ამ შეფასებებში ჩვენ ზუსტად გვესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი მაშინ ცდილობდნენ, ეს კრახი სხვანაირად წარმოეჩინათ, მაგრამ დღეს უკვე დადასტურებულად უნდა ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის არის ადამიანი, რომელიც მოწადინებულია დამატებითი ესკალაცია, არეულობა და დესტაბილიზაცია შეიტანოს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც არც გამოსდიოდა და არც გამოუვა არასდროს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები