გამყრელიძე: უკვე ახალი ტერმინი გაჩნდა – “ტვინდემია” – კოვიდის და გრიპის დატყუპება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ახალ ტერმინს – “ტვინდემიას” განმარტავს და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
“უკვე ახალი ტერმინი გაჩნდა, ე.წ. წლევანდელი ტვინდემია – ტვინინდი იცით, რა არის, დატყუპება ანუ. ტვინდემია, ანუ დატყუპება ამ ორი ინფექციის, გრიპისა და კოვიდის, რომელიც ძალიან საყურადღებოა, ამიტომ მინდა, მოსახლეობამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს.
თუ არ ავიცერით და თუ კრიტიკული მასა არ დაგროვდა იმუნური ფენისა ქვეყანაში, სხვადასხვა გათვლით, დღეს გვაქვს 50-55%-ის ფარგლებში ეს მასა, თუ ეს არ იქნა 80%, ანუ გადატანილი პლუს აცრილი, ბოლო 6 თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, გვექნება რთული ნოემბერი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.