თამარ გაბუნია: 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საკითხის შესწავლაში რეგულირების სააგენტო ჩაერთვება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საკითხის შესწავლაში რეგულირების სააგენტო ჩაერთვება.

მისივე თქმით, საკითხს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„რა თქმა უნდა, ეს ძალიან საყურადღებო ფაქტი და დიდი ტრაგედიაა, კიდევ ერთხელ მინდა, მწუხარება გამოვხატო ამ ფაქტთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ჯანდაცვის სამინისტრო მიყვება იმ პროცედურას, რაც ზოგადად მსგავსი შემთხვევების დროს ხდება, რეგულირების სააგენტო ჩაერთვება საკითხის შესწავლაში, რაც გამოიკვეთება, შესაბამის რეაგირებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანი კორონავირუსით 10 სექტემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები