„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ წარმომადგენლები პროექტ „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ ფარგლებში ახალგაზრდებს შეხვდნენ

„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციამ“ პროექტის „ევროკავშირი საქართველოსთვის“ ფარგლებში მიმდინარე ინიციატივის „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო.
შეხვედრის მონაწილეებს ასოციაციის საქმიანობა, ნარჩენების მართვის მიმართულებით განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნეს. ინიციატივას ორგანიზაცია CENN ახორციელებს. მისი მიზანია ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ცოდნის გაღრმავება და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების პრაქტიკული გააზრების ხელშეწყობა.
„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვანო მთვრალაშვილმა, ასოციაციის საქმიანობასა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, ნარჩენების სეპარირებისა და გადამუშავების სისტემის განვითარებაში კერძო სექტორის ჩართულობას მნიშვნელოვანი როლი აქვს.
„ნარჩენების სწორი მართვა გარემოს დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების ჩართულობას, რადგან სწორედ მათი აქტიურობა ქმნის საფუძველს უფრო პასუხისმგებლიანი და მდგრადი გარემოსთვის. ჩვენი ასოციაცია მომავალშიც გააგრძელებს მსგავს საგანმანათლებლო და პრაქტიკულ ინიციატივებში მონაწილეობას,“ — განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნარჩენების სეპარირების, გადამუშავებისა და სპეციფიკური ნარჩენების მართვის მნიშვნელობაზე. აგრეთვე,მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს იმ პრაქტიკულ მიდგომებზე, რომლებიც გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებასა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები