“თბილისი ენერჯის” წარმომადგენელი: ვარკეთილში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი გაზის აფეთქებასთან დაკავშირებული არ არის

კომპანიაში „თბილისი ენერჯი” გამარტავენ, რომ ვარკეთილში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირი არ ყოფილა.

კომპანიის სწრაფი რეაგირების სამსახური საცხოვრებელ სახლში, სადაც დღეს დილით აფეთქება მოხდა, ცოტა ხნის წინ შევიდა.

„ადგილზე მოხდა „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის მიერ ადგილის დათვალიერება და შესწავლა. პირველადი დათვალიერებით, აღნიშნული ინციდენტი გაზის აფეთქებასთან დაკავშირებული არ არის. სხვა ვერსიებზე არ შემიძლია, ვისაუბრო, მე შემიძლია, გამოვრიცხო, რომ გაზისგან მოხდა აფეთქება. აფეთქების სურათიდან გამომდინარე, იქ მომხდარი დამწვრობა არ ჰგავს გაზის აფეთქებას. ამ წუთისთვის, აღნიშნულ კორპუსში შეწყვეტილია გაზის მიწოდება, ჩვენ გამოძახებულები ვიყავით ინციდენტის შემდეგომ, გაზქურა ადგილზე დგას ისევ, არ არის დაზიანებული შიგნით ინვენტარი იმდაგვარად, როგორც შეიძლება, დაზიანებული ყოფილიყო გაზის აფეთქების შედეგად. ჯერ ხანძარი იყო და შემდეგ რაღაც მიკრო აფეთქებები, რაც შეიძლება, გამოწვეული ყოფილიყო საყოფაცხოვრებო ნივთებიდან“, – განაცხადა „თბილისი ენერჯის“ სადისპეჩერო და სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსმა, ირაკლი დეკანოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები