ტასმანიის სანაპიროზე გიგანტური მედუზა აღმოაჩინეს

  ავსტრალიის კუნძულ ტასმანიის სანაპიროზე ახალი ტიპის გიგანტური მედუზა აღმოაჩინეს, რომელსაც მეცნიერები უკვე სწავლობენ.
ჯოზი ლიმ მეტრ-ნახევრიანი მედუზა სანაპიროზე გასულ თვეს იპოვა და აღმოჩენის შესახებ “სამეცნიერო და სამრეწველო კვლევითი ორგანიზაციას” (CSIRO) შეატყობინა. ამ სახეობის მედუზაზე მეცნიერებს გასულ წლებშიც ჰქონდათ ინფორმაცია, თუმცა, მისი კლასიფიცირება ჯერ არ მომხდარა. ტასმანიის წყლებში გასულ წლებშიც შენიშნეს გიგანტური მედუზები, მაგრამ მეცნიერებმა ჯერ ვერ დაადგინეს, თუ რამ განაპირობა სამხრეთულ წყლებში ამგვარი ზომის მედუზების არსებობა. ჯერჯერობით ყველაზე დიდი მედუზის სახეობა – „Cyanea Arctica“ სამხრეთ ანტარქტიდისა და არქტიკის წყლებში იპოვეს. ისინი 3 მეტრამდე იზრდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები