საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7%-ს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 5,61 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge განახლდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 7 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 5,63 პროცენტი.

დღეს კორონავირუსი 2 228 პირს დაუდასტურდა, 1 711 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 28 კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 626 058 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელდა 596 380, გარდაიცვალა 9162 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები