მიხეილ ჩხენკელი საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას პირადად გაეცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი საჯარო სკოლებს ეწვია და პირადად გაეცნო სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის თვალსაზრისით არსებულ ვითარებას.

მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პანდემიის ფონზე სასწავლო პროცესის ბუნებრივ გარემოში საკლასო ოთახებში დაბრუნება ძალიან დიდი მიღწევაა, რომელსაც შენარჩუნება სჭირდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ზედმიწევნით იყოს დაცული სამედიცინო პროტოკოლი და მასწავლებლების მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად გაგრძელდეს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებითთერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით. ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსების მარაგი სკოლებისთვის მთელი სასწავლო წლისათვის არის საკმარისი. შეგახსენებთ, რომ, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები