ისნის საოლქო კომისიასთან, სადაც საჩივრების განხილვა მიმდინარეობს, ხმაური იყო
ისნის მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიასთან ხმაური იყო, სადაც საჩივრების განხილვა აქციის ფონზე მიმდინარეობს.
ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები და მხარდამჭერები რამდენიმე უბნის გადათვლას ითხოვენ. მათი თქმით, უბნების ნაწილზე იმაზე მეტი ბიულეტენი აღმოჩნდა, ვიდრე ამომრჩეველი იყო მისული.
საარჩევნო კომისიასთან მობილიზებულია პოლიცია.