რატი იონათამიშვილი: არჩევნების მეორე ტურზე მიღებული შედეგი იქნება კიდევ უფრო შთამბეჭდავი “ქართული ოცნების” და ქართველი ხალხის სასარგებლოდ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურზე “ქართული ოცნების” მიერ მიღებული შედეგი შთამბეჭდავი იქნება.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის დამაჯერებელი უპირატესობა, რაც აქვს “ქართულ ოცნებას”. ცხადია, ჩვენ შეიძლება, უფრო მეტის მოლოდინიც გვქონოდა, ყოველთვის ვინც ოპტიმისტური განწყობით ვართ ხვალინდელ დღეზე მუდმივად და ამას გვიმყარებს კონკრეტული გადაწყვეტილებები და კონკრეტული საქმეები, ყოველთვის მაქსიმალურ მიზანს ვუწესებთ საკუთარ თავს, მაგრამ გულწრფელები რომ ვიყოთ და რეალურად რომ შევხედოთ ამ ყველაფერს, ის უპირატესობა რომელიც “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა 64-ივე მუნიციპალიტეტში, მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტში არის მეორე ტური დანიშნული, ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება და ძალიან დიდი წარმატება “ქართული ოცნების” და ჩვენი მოქალაქეების, რაც არის ჩვენთვის დამატებითი პასუხისმგებლობა და მეორე ტურზე მიღებული შედეგი იქნება კიდევ უფრო შთამბეჭდავი “ქართული ოცნების” და ქართველი ხალხის სასარგებლოდ”, – განაცხადა იონათამიშვილმა “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები