თაკო ჩარკვიანი: მაქვს უმძიმესი ინფორმაცია, ჩაფიქრებულია მიხეილ სააკაშვილის მორალური და ფიზიკური განადგურება, მსოფლიო, გთხოვთ, კიდევ ერთხელ დადექით ჩვენ გვერდით
„კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საფრთხეშია.
ჩარკვიანი საერთაშორისო მისიებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს პრეზიდენტის საპატიმროში მონახულებისკენ მოუწოდებს.
„გთხოვთ, თქვენი მეგობარი საქართველო, ყოფილი პრეზიდენტით დიდ განსაცდელშია. განსაცდელი საქართველოსთვის არის ის, რომ მორალურად უნდათ ყოფილი პრეზიდენტის წელში გადატეხვა და კიდევ უფრო უზარმაზარი განსაცდელი არის ის სიჩუმე, რომელიც მოსალოდნელი იქნება საქართველოში და, რომელიც აუცილებლად ანექსიას მოიტანს. მე პასუხს ვაგებ თითოეულ სიტყვაზე. მსოფლიო, გთხოვთ, დადექით კიდევ ერთხელ ჩვენ გვერდით.
არ გამოვირჩევი ინფორმაციის სროლით ეთერში. უმძიმესი ინფორმაცია გვაქვს, სასწრაფოდ შევიკრიბეთ. მივმართავ ყველა აკრედიტებულ ელჩს, დიპლომატიურ კორპუსს,სენატორებს, ევროპარლამენტარ კუბილიუსს, ამერიკის, უნგრეთის, ბრიტანეთის ელჩებს. მივმართავ ისრაელის ელჩს, ნატო-ს მისიის ხელმძღვანელობას ამიერკავკასიაში. გადამოწმებული ინფორმაციით, რუსეთის უშიშროება ზეწოლას ახდენს საქართველოს უშიშროებაზე, რათა განადგურებულ იქნას ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ჩვენი ინფორმაციით, აპირებენ ამ რამდენიმე დღეში ჯერ მის ფობიურ მდგომარეობაში მოყვანას, ეს ინფორმაცია არის გადაზუსტებული, ამიტომ გვინდა, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა მოინახულოს სააკაშვილი და ზეწოლა განახორციელონ უზნეო რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებაზე. მივმართავ დიპლომატიურ კორპუსს, დღეს თუ თქვენ მოისმინეთ ღარიბაშვილის განცხადება, ალბათ, ეჭვი არავის გეპარებათ უკვე, რა მზადდება საქართველოში. ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, როგორც დეპუტატის, აქ დგას „საერთო-სახალხო მოძრაობა“, რომელიც ორ დღეში მრავალათასიან მიტინგს ვაანონსებთ რუსთაველზე, მაგრამ დღეს და ხვალ არის უმძიმესი ინფორმაცია. მე იშვიათად ვიცი ხოლმე და ინფორმაციას არ გავცემ ეთერში, თუ რაღაც განსაკუთრებული არ არის. პირველი ინფორმაცია მქონდა, როდესაც საქართველოს ანექსიის შესახებ მივიღე ინფორმაცია და დაიწყო მართლაც „ქართულმა ოცნებამ“ ამაზე მუშაობა. დღევანდელი ჩემი უმძიმესი ინფორმაციით, ჩაფიქრებულია განადგურება მორალური, ფიზიკური მიხეილ სააკაშვილის. უმორჩილესად გთხოვთ, მოინახულოთ, შეიკრიბოთ, დიპლომატები ჩაერთონ, მას დიდი მეგობრობა ჰქონდა პრეზიდენტ ბუშთან და არამხოლოდ, ევროპარლამენტარებთან, სენატორებთან, ყველასთან. გთხოვთ, თქვენი მეგობარი საქართველო ყოფილი პრეზიდენტით დიდ განსაცდელშია. განსაცდელი საქართველოსთვის არის ის, რომ მორალურად უნდა წელში გადატეხვა ყოფილი პრეზიდენტის და კიდევ უფრო უზარმაზარი განსაცდელი არის ის სიჩუმე, რომელიც მოსალოდნელი იქნება საქართველოში და რომელიც აუცილებლად ანექსიას მოიტანს. მე პასუხს ვაგებ თითოეულ სიტყვაზე. მსოფლიო, გთხოვთ, დადექით კიდევ ერთხელ ჩვენ გვერდით“, – განაცხადა ჩარკვიანმა.