ნიკარაგუის პრეზიდენტმა არჩევნების გაუქმების შესახებ განაცხადა

ნიკარაგუის პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ განაცხადა, რომ ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარდება, რათა ოპოზიცია ხელისუფლებაში არ მოვიდეს,- ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

„აქ არჩევნები აღარ ჩატარდება, რათა მათ [ოპოზიციურმა პარტიებმა] ძალაუფლების ხელში ჩაგდება არ სცადონ“, – განაცხადა მან.

“ხელისუფლება კანონებზე ეროვნულ ასამბლეასთან და შესაბამის ინსტიტუტებთან იმუშავებს, რადგან ჩვენ გვჭირდება კანონები, რომლებიც კედელს, ბარიერს ააშენებს შეთქმულებისა და მოღალატეების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარ ქვეყანას ღალატობენ”,- განაცხადა პრეზიდენტმა, რომელიც თანამდებობას 2007 წლიდან იკავებს.

შეგახსენებთ, არჩევნები მომავალ წელს იყო დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები