მეცნიერებმა დაადგინეს, რატომ უჩნდებათ პაციენტებს წითელი ლაქები ფეხის თითებზე, COVID-19-ის გადატანის შემდეგ

მეცნიერებმა გამოიკვლიეს, თუ რატომ უჩნდებათ ფეხისა და ხელის თითებზე, მოყინვის მსგავსი წითელი ლაქები იმ პაციენტებს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მეცნიერების დასკვნის მიხედვით, მსგავსი გამონაყარი ორგანიზმის უკურეაქციაა კორონავირუსთან ბრძოლის რეჟიმში გადასვლისას. ინფიცირების შემდეგ, ანტივირუსული ცილა, ვირუსთან ერთად, შეცდომით საკუთარ უჯრედებსა და ქსოვილებსაც აზიანებს, რაც წითელი გამონაყარის სახით ვლინდება.

როგორც მეცნიერების დასკვნაშია აღნიშნული, პაციენტების უმეტესობას მსგავსი გამონაყარი თავისით უქრება, იშვიათ შემთხვევაში კი სპეციალური მკურნალობაა საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები