აზერბაიჯანმა სომხეთის საჰაერო სივრცეში ფრენები დაიწყო

აზერბაიჯანმა სომხეთის საჰაერო სივრცის გამოყენება დაიწყო – სამგზავრო ფრენებისთვის ნახიჩევანის მიმართულებით.

ამის შესახებ “აზერბაიჯანის ავიახაზების” განცხადებაშია ნათქვამი.

“ავიაკომპანიამ ბაქო-ნახიჩევანი-ბაქოს მიმართულებით რეისების განხორციელება დაიწყო და ამ მიზნისთვის 6 ოქტომბრიდან სომხეთის საჰაერო სივრცეს გამოიყენებს. აღნიშნული ნაბიჯი აზერბაიჯანის მზაობის დემონსტრირებაა, რომ რეგიონში სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვა მოხდეს, რაც ყველა მოსაზღვრე ქვეყნის ინტერესებს პასუხობს”, – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები