დიდ ბრიტანეთში პოლიცია შავკანიან ახალგაზრდას თავს დაესხა

დიდ ბრიტანეთში, ვესტ-მიდლენდში 4 პოლიციელი შავკანიან ახალგაზრდას თავს დაესხა, რომელიც სწრაფი კვების ობიექტიდან სახლში ბრუნდებოდა.

პოლიციელები სატვირთო მანქანიდან გადმოვიდნენ, რომელსაც რაიმე ამოსაცნობი ნიშანი არ ჰქონდა.

როგორც ვიდეოკამერებით გადაღებულ კადრებში ჩანს, პოლიციელებმა ახალგაზრდის მანქანის შუშა ჩაამსხვრიეს და იქედან გადმოიყვანეს მანქანიდან, რის გამოც მან ხელზე მძიმე დაზიანება მიიღო.

“როდესაც სატვირთო ფურგონიდან გადმოსული ადამიანები დავინახე, მაშინვე ხელები ავწიე, რადგან არ მინდოდა, რომ მოვეკალით. ძალიან შეშინებული ვიყავი”, – განაცხადა ახალგაზრდამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები