გუატემალაში ანტივაქსერებმა ვაქცინაციის ცენტრები დაარბიეს და მედდები მძევლად აიყვანეს

გუატემალის სოფლებში ანტივაქსერი მოქალაქეები ვაქცინაციის ცენტრებს თავს დაესხნენ და 7 საათის განმავლობაში მედდები მძევლად ჰყავდათ აყვანილი.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 500-მდე პირმა საავტომობილო გზები გადაკეტა და ვაქცინაციის ცენტრები გაანადგურა. შემთხვევის შედეგად, განადგურდა 50 დოზა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.

პოლიციამ მძევლების გათავისუფლება ადგილობრივებთან მოლაპარაკებების საშუალებით შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები