ევროკავშირის ელჩი მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
“მინდა, დიდი პატივისცემა გამოვხატო მასწავლებლების მიმართ საქართველოში. პანდემიის გამო, განსაკუთრებით მძიმე პირობებში მოგიწიათ მუშაობა. ვფიქრობ, სკოლების გახსნა შესაძლებლობას მოგცემთ, უფრო მარტივად და მეტი ხალისით გააგრძელოთ თქვენი უმნიშვნელოვანესი პროფესიული საქმიანობა,” – აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში.