ბრიტნი სპირსმა მხარდაჭერისთვის ფანებს მადლობა გადაუხადა

მომღერალმა, ბრიტნი სპირსმა twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა და საკუთარ ფანებს წლების განმავლობაში წარმოებული კამპანიისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
მომღერლის ფანები არაერთი წლის განმავლობაში აწარმოებდნენ კამპანიას, რათა ბრიტნი სპირსი მამის მეურვეობისგან გათავისუფლებულიყო.

“სიტყვები არ მყოფნის, მეგობრებო, თქვენი შეუვალობისა და თავდაუზოგავი შრომის გამო, რათა მეურვეობისგან ჩემი გათავისუფლება მომხდარიყო. მე ვგრძნობ თქვენ გულებს, თქვენ კი ჩემსას. ეს ზუსტად ვიცი”, – წერს მომღერალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები