შოტლანდიაში ისტორიული ციხესიმაგრის ნანგრევებში ასეულობით კილოგრამი ნარკოტიკი იპოვეს

შოტლანდიაში, ეირშირში, ისტორიული კერელავის ციხის ნანგრევებში რამდენიმე ასეული კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება – კოკაინი აღმოაჩინეს.
ნარკოტიკები მოხალისემ იპოვა, რომელიც ციხესიმაგრის ტერიტორიაზე ნაგავს აგროვებდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Daily Record-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ნარკოტიკების მფლობელი დაკავებულია, მისი ვინაობის დადგენა ადგილზე აღმოჩენილი დნმ-ის საშუალებით მოხერხდა.

დაკავებული 30 წლის მამაკაცია, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის ერთხელ უკვე ნასამართლევი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები