2035 წლისთვის დიდი ბრიტანეთი ბუნებრივი გზებით მოპოვებულ ელექტროენერგიაზე გადავა
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ 2035 წლისთვის ქვეყანა სრულად ბუნებრივი გზებით მოპოვებულ ელექტროენერგიაზე გადავა.
ამის შესახებ BBC იუწყება.
პრემიერმინისტრის თქმით, აღნიშნული მიზნის მიღწევა ქარის ელექტროსადგურებისა და სხვა ინოვაციური საშუალებებით იქნება შესაძლებელი.
განახლებულ ენერგიაზე გადასვლით, მთავრობა ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებას შეეცდება. თუმცა, ზოგიერთი, ბუნების დამცველი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა მიზნის მისაღწევად დანიშნულ ვადებს ჩამორჩება.