ავღანეთში, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, მოქალაქეებზე პასპორტების გაცემა კვლავ განახლდება
ავღანეთში, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, მოქალაქეებზე პასპორტების გაცემა კვლავ განახლდება, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, პასპორტების გაცემა მანამდე შეწყდა, სანამ ქვეყნიდან აშშ-ის ძალების გაყვანის შემდეგ „თალიბები“ ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებდნენ.
პროცესის შეფერხებამ პრობლემები შეუქმნა იმ ავღანელებს, რომლებსაც ქვეყნის დატოვება სურდათ. საპასპორტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ალამ გულ ჰაკანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყოველდღიურად 5000 -დან 6000 -მდე პასპორტის გაცემა იგეგმება.