თამარ გაბუნია: სიკვდილიანობის მაჩვენებლის შედარებით მატება „დელტა“ შტამის მეტად დამაზიანებელ ზემოქმედებას უკავშირდება

“სიკვდილიანობის მაჩვენებლის შედარებით მატება უკავშირდება „დელტა“ შტამის მეტად დამაზიანებელ ზემოქმედებას და ამაზე უკვე გლობალურად არსებობს საკმაოდ ვრცელი მონაცემები”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, „დელტა“ შტამის დამაზიანებელი ზეგავლენა მაღალია.

„სიკვდილიანობის მაჩვენებლის შედარებით მატება უკავშირდება „დელტა“ შტამის მეტად დამაზიანებელ ზემოქმედებას და ამაზე უკვე გლობალურად არსებობს საკმაოდ ვრცელი მონაცემები. ჩვენ დღეს თითქმის ყველა შემთხვევა გვაქვს გამოწვეული „დელტა“ შტამით, რაც არის ის, რომ „დელტა“ შტამის შემთხვევაში პროგნოზულად მეტად მძიმე გამოსავლებია მოსალოდნელი. რაც შეეხება კლინიკური მართვის ხარისხს, შესაძლებლობა დღეს კლინიკებში მდგომარეობის მართვის არის ბევრად უკეთესი, ვიდრე ჩვენ ეს გვქონდა წინა ტალღების პირობებში. თვითონ შტამის დამაზიანებელი ზეგავლენა არის მაღალი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები