პარლამენტი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს

საკანონმდებლო ორგანო ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღევანდელ, პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

“ნაცმოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას მიმართვა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უკვე განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო, რომ მას მანდატი შეუწყდეს.

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით ნიკა მელიამ თავად მიმართა.

პლენარული სხდომა პარლამენტში 12 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები