ევროპარლამენტარი: მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება კიდევ უფრო ზრდის პოლიტიკურ პოლარიზაციას საქართველოში

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავება საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზაციას კიდევ უფრო ზრდის.

ამის შესახებ ევროპარლამენტარმა Twitter-ზე დაწერა.

“მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება კიდევ უფრო ზრდის პოლიტიკურ პოლარიზაციას საქართველოში. მოვუწოდებ, „ქართულ ოცნებას“ თავი შეიკავოს ყოფილი პრეზიდენტის დევნისგან და ზოგადად, აჩვენოს სამოქალაქო საზოგადოების კონსოლიდაცია, რაც ასე საჭიროა”, – წერს ევროპარლამენტარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები