ელისო ბოლქვაძემ სლოვენიის პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან ონლაინ შეხვედრა გამართა

ელისო ბოლქვაძემ სლოვენიის პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესა და საქართველოსთან სლოვენიის მეგობრობის ჯგუფის წევრ ვიოლეტა ტომიჩთან ონლაინ შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომვლო გეგმებზე ისაუბრეს.

„ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა, რამდენადაც ქალბატონი ვიოლეტა არის ხელოვანი და კარგად იცის კულტურისა და კულტურული იდეოლოგიის გატარების მნიშვნელობა ქვეყნების განვითარების კუთხით. ის აპირებს საქართველოში ჩამობრძანებას, რათა გაეცნოს თანამედროვე ქართულ თეატრს და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაგვიზიაროს მუსიკის მიმართულებით. იგი ასევე დაგვეხმარება რადიო და სატელევიზიო გადაცემებში სპეციალურ პროგრამებში ჩართვით ქართული კულტურის პოპულარიზაციაში. დავსახეთ კონკრეტული გეგმები ლუბლიანისა და მარიბორის საერთაშორისო ფესტივალებში 2022 და 2024 წელს ქართველი მუსიკოსებისა და ,ზოგადად, ხელოვანების ჩართვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვენიის რესპუბლიკაში, ირაკლი კოპლატაძე დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები