მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები ამერიკელი მეცნიერები გახდნენ

მედიცინის დარგში 2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები ამერიკელი მეცნიერები – დევიდ ჯულიუსი და არდემ პატაპუტიანი გახდნენ.

ამის შესახებ ინფორმაცია ნობელის პრემიის twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ჯულიუსმა და პატაპუტიანმა შეისწავლეს, თუ როგორ რეაგირებენ ცოცხალი ორგანიზმების რეცეპტორები, ტემპერატურასა და შეხებაზე.

“სითბოს, სიცივისა და შეხების შეგრძნება ჩვენი გადარჩენისთვის აუცილებელია და გარესამყაროსთან ჩვენი ურთიერთქმედების საფუძველია”, – ნათქვამია ნობელის კომიტეტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები