დიდ ბრიტანეთში დემონსტრანტებს გზების გადაკეტვა აეკრძალებათ

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ახალი კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც, დემონსტრანტებს ლონდონსა და მის შემოგარენში საავტომობილო გზების გადაკეტვა ეკრძალებათ.

ამის შესახებ ინფორმაციას The News Portsmouth-ი ავრცელებს.

მოქალაქეებს, კანონის დარღვევის შემთხვევაში, სოლიდური ჯარიმა ან 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

აღნიშნული კანონი დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სტრატეგიული საავტომობილო მაგისტრალებისა და გზების შეუფერხებლად ფუნქციონირების მიზნით მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები